საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება.
2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება.
1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და ქუთაისში 23 სთ 55 წთ-ზე იქნება.