LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზას გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაეზარდა

40

წინა წლებთან შედარებით, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა.

სს „საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მათთვის მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა.  „საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია: 2017 წელს სულ გადაყვანილია 2,680 მლნ მგზავრი, როდესაც ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 2,397 მლნ–ს. აქედან, მაგისტრალური სარკინიგზო ხაზებით გადაყვანილია 1,296 მლნ მგზავრი; რეგიონალურით – 1,276 მლნ მგზავრი და საერთაშორისო – 108 ათასი.

„მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, შეძენილია 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია ”შტადლერისაგან”. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისთვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები