LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს როლი რეგიონში: აშშ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გველაპარაკება

56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან პირველი შეხვედრა გამართა.

“აშშ-ბი ძალიან აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური მასშტაბით, უსაფრთოების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მიმდინარე პროცესებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და ძალიან პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს რეგიონში, საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის, ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ბის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი. მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს.
ჩვენ გვქონდა ძალიან სიღრმისეული საუბარი. ჩვენ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ეს ურთერთობები მოემსახუროს შემდომ განვითარებას და გაძლიერებას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ვისაუბრეთ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. სახელმწიფო მდივნის მიერ ამ ფორმატისადმი გამოითქვა სრული მხარდაჭერა და მზაობა, რომ გაიმართოს ეს შეხვედრა. თარიღზე შევთანხმდებით, მაგრამ დღეს ორივე მხარემ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ამ ფორმატისადმი”, – განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველო/აშშ-სთვის დიდი დღეა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია, ვინც აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია რომელიც შეხვდა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. დღეს საქართველო/აშშ-სთვის დიდი დღეა“, – წერს საქართველოს პრემიერი.
ამასთან, ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეოს და ინფორმაციას აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტილერსონი ჯანელიძეს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g