LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საავიაციო ბაზარს ერთდროულად 3 ლიდერი ჰყავს

90

2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ სამ ავიაკომპანიას – Turkish Airlines-ს, Georgian Airways-ს და Wizz Air-ს თანაბარი 11%-იანი წილები აქვთ. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:

  1. ავიაკომპანია Turkish Airlines – 440 060 მგზავრი 11%;
  2. ავიაკომპანია Georgian Airways – 433 805 მგზავრი 11%;
  3. ავიაკომპანია Wizz Air– 425 991 მგზავრი 11%;
  4. ავიაკომპანია Ural Airlines – 219 245 მგზავრი 6%
  5. ავიაკომპანია Fly Dubai – 203 073 მგზავრი 5%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები