LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Transavia France შემოდის

134
ტრანსავია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ცნობით, ფრანგულ-ჰოლანდიურ მულტინაციონალურ საავიაციო ჰოლდინგთან Air France-KLM ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. შედეგად დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული. შეგახსენებთ, პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება.

magti 5g