საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია.
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24 823-მა პირმა, მათზე პენსიის სახით 112 მლნ ლარი გაიცა.
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
