LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს: ოლივერ ვარჰეი

54
Untitled design

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ მოხარულია მასთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.

ვარჰეი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ყურადღება პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

ევროკომისარი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და ამბობს, რომ ქვეყანას ევროკავშირის თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეს რეფორმების განხორციელების, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური გაჯანსაღების კუთხით:

“მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, კახა კუჭავასთან მოსაზრებების გაცვლით. ყურადღება გავამახვილეთ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე. საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ გაჯანსაღებაში.” – აღნიშნულია ვარჰეის “ტვიტში”.

 

 

magti 5g