LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო – თავდაცვის სამინისტრო

341
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.

„სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.

ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g