LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზში IFTM Top Resa 2024-ზე ეცნობიან

130
IFTM Top Resa 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან და ათ ტურისტულ კომპანიასთან ერთად, საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2024 მონაწილეობს.

საქართველოს სტენდთან ღონისძიების სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და სხვადასხვა მიმართულებებს ეცნობიან, აგემოვნებენ ქართულ ღვინოს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გამოფენის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და მედია ორგანიზაციებთან. B2B შეხვედრებს ატარებენ ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მომავალ პარტნიორებთან ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით.

IFTM Top Resa 2024-ზე მსოფლიოს 170 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენაში 1400 კომპანია მონაწილეობს.

magti 5g