საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა პირველად შედგა.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვების კვოტების განსაზღვრა და მათი ეფექტურად გამოყენების საკითხები განიხილეს.
სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების არსებული სანებართვო კვოტა 50%-ით გაიზარდა.
ორმხრივი შერეული კომისიის მომდევნო სხდომა 2026 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
