LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

275
30

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, გადაწყვეტილება მიიღო და  ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან, საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას. კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრა ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს მისცენ დაშვება. მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს.

MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ქსელის გარეშე, შესთავაზოს აბონენტებს მომსახურება.  ამასთანვირტუალურ  ოპერატორებს აქვთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი რესურსები სრულად მიმართონ  ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად და მრავალფეროვანი სერვისები მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე, ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გადაწყვეტილება ინტერნეტ სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს  გახდის.

ცნობისთვის, ვირტუალური ოპერატორების დაშვების რეგულაცია წლებია მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ის ბაზრები, სადაც ვირტუალური ოპერატორები ოპერირებენ, ხასიათდება განვითარების მაღალი ტემპით, გამოირჩევა მობილური სერვისების მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g