LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 30 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

401
ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუმჯობესებას ელიან.

როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში, შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +30 გრადუსს მიაღწიოს.

„3-4 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 28-30 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მ,იან რაიონებში 23-26 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

ამასთან, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ამჟამად ზოგან უკვე ქრის. ქარის მაქსიმალური დაქროლვა მოსალოდნელია დღეს საღამოს, 5 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან კი ქარი მკვეთრად შესუსტდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს, 5-6 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – თბილისსა და კახეთში დღეს 18-20 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

5-6 ოქტომბერს კი თბილისში, შესაძლებელია, 26-27 გრადუსი სითბო დაფიქსირდეს“, – უთხრა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g