საქართველოში 52 წლის ქალსა და მის 65 წლის მეუღლეს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “მედინა” საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვები 15 მარტს დაიბადნენ.
“მედინაში” 52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”დავით და მარიამ გოგოლიშვილები 15 მარტს დაიბადნენ.
დავითის წონა დაბადებისას 2,340 კგ-ს და 45 სმ-ს შეადგენდა, ხოლო მარიამის 2,445 კგ-ს და 45 სმ-ს.
ახალშობილები საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ულოცავს მშობლებს დავითის და მარიამის დაბადებას და ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს შვილებთან ერთად”, – წერს კლინიკა.