მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც ”აჯიბადემი” სთავაზობს პაციენტებს, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენს ქვეყანაში ”აჯიბადემის” ოფიციალური ოფისი იხსნება. აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია კი 26 აპრილს გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, ”აჯიბადემი” საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს მოსახლეობას. საქართველოს ოფისში პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. ამას გარდა, თურქი ექიმები ჩაატარებენ ტრენინგებს და კონსულტაციებს ქართველი ექიმებსთვის გამოცდილების გასაზიარებლად.
”აჯიბადემის” ქართული ოფისი იქნება ხიდი საქართველოსა და ”აჯიბადემს” შორის: ამ ოფისის დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი მომსახურებისა და მკურნალობის მიღება,რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ის იქნება პლატფორმა თურქ და ქართველ ექიმებს შორის მედიცინის გლობალური განვითარებისთვის”, – აცხადებენ ”აჯიბადემის” საქართველოს წარმომადგენლობაში.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს დაახლოებით 4 500 000 ადამიანმა ჩაიტარა მკურნალობა ”აჯიბადემში”. მათ შორის 30000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო ჩამოსული. საქართველოდან, ”აჯიბადემში” ასეულობით პაციენტი მკურნალობს. ამისთვის მათ უწევდათ კონტაქტი სტამბულის სათაო ოფისთან. ახალი ოფისის საშუალებით კი საქართველოშივე გახდება შესაძლებელი ინფორმაციის, და საჭირო დახმარების მიღება.
ცნობისთვის, ”აჯიბადემს” მსოფლიოს მასშტაბით უკვე 30 ოფისი აქვს და მალე მათ შორის საქართველოც იქნება შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. #58. საკონტაქტო ნომერი: 2 15 85 00