LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა – 6 პირი ჰოსპიტალიზირებულია

142
piroteqnika

საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.

თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 პაციენტია გადაყვანილი.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მიაწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g