LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული – არც დროშა და არც კანონი“ – პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს

199
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ:

„არა რუსულ კანონს“, „რუსული ოცნება“, „ვერ გაგვარსუებთ“, მონებო“.

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ.

 

ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ სიმბოლურად რუსეთის მცირე ზომის დროშა დაწვა. მისი განცხადებით, რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მისი დროშა არის ბოროტების დროშა.

„უნდა დაიწვას და დაიფერფლოს მთელი რუსეთის იმპერია ამ დროშასავით. რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული – არც დროშა და არც კანონი“, – განაცხადა ბექა კვაჭანტირაძემ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

გოცირიძე: ბატონო გურამ, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს: ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

 

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: ipn

 

magti 5g