LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიოდიზელის წარმოება და რეალიზაცია იწყება

91

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, ატმოსფერული ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ამის შედეგად ყოველწლიურად მატულობს რესპირატორული დაავადებები. კვლევების მიხედვით, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის უდიდესი წილი ტრანსპორტზე მოდის. განსაკუთრებით დამაბინძურებელი ეფექტი აქვს დიზელის საწვავს. მხოლოდ ერთი ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს 2,76 ტონა ნახშირორჟანგი ემატება.

ამ პრობლების გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება არის ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავი ბიოდიზელი. მისი გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში. იგი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგო“-სთან ერთად არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც იწყებს ბიოდიზელის წარმოებას და მის რეალიზაციას. ბიოდიზელის დამზადებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მეორადი გამოყენების საკვები ზეთი, (პირველი მომწოდებელი პარტნიორი კომპანია McDonald’s) რაც ასევე შეამცირებს მეორადი ნარჩენის გამოყენების მავნე პრაქტიკას, სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად გაკეთდა ბიოდიზელის საწარმო.

საწარმოს გახსნის ღონისძიება ჩატარდება 6 ივლისს. (12:00სთ, მის: თბილისი, ქინძმარაულის 15.) გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ავსტრიელი პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოდიზელის სინთეზის ტექნოლოგიების ექსპერტი, Martin Mittelbach, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნ ლევან დავითაშვილი, ასევე ღონისძიებას დაესწრებიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია ბიოდიზელის საწარმოს ოფიციალური გახსნა და პრეზენტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები