LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამყვანი ტურიზმისთვის დიდი პოტენციალია

travelt

სასტუმრო „ROOMS”-ში, თბილისმა უკვე მესამედ უმასპინძლა პრესტიჟულ, მდიდრულ ტურებზე გათვლილ ღონისძიებას ტურისტული ბიზნესის პროფესიონალებისთვის – B2B Luxury & MICE ვორქშოპს.  

B2B Luxury & MICE ვორქშოპი აერთიანებს სხვადასხვა მდიდრულ და ტურისტული დესტინაციის პროდუქტებს, და აცნობს მათ ახალ ბაზრებს, სადაც ტურიზმი და განსაკუთრებით მდიდრულ სეგმენტზე გათვლილი ტურიზმი ყალიბდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის მარკეტინგის ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია TMI Consultancy (Travel Consul Alliance-ის წევრი) და მისი პარტნიორი საქართველოში – მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია BRANDOR Consulting-ი. TMI უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად ატარებს მსგავსი ტიპის საერთაშორისო დონის ვორქშოპებს ბაქოში და ალმა-ატაში.

B2B Luxury & MICE ვორქშოპი არის დახურული ღონისძიება პროფესიონალებისთვის. ვორქშოპზე წარმოდგენილია მაღალი კლასის ტურისტული პროდუქტები, მათ შორის მდიდრული სასტუმროები, დესტინაციის მართვის კომპანიები და ის ტურისტული ადგილები, რომლებსაც ეროვნული ტურისტული საბჭოები წარმოადგენენ. ვორქშოპზე მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟებულნი არიან გამყვან ტურებზე ორიენტირებული წამყვანი ქართული ტურ-ოპერატორები, რომელთაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ და პირისპირ გაესაუბრონ პრესტიჟულ საერთაშორისო მონაწილეებს.

Tegeta Travel-ის დირექტორი, თინათინ გოგუაძე: “B2B Luxury & MICE ვორქშოპი ეს არის, ნდობა მონაწილე კომპანიების მიმართ. ჩვენთვის ღირებულია B2B Luxury & MICE შეხვედრებში მონაწილეობა, რადგან ეს არის ახალი კავშირები, ახალი კონტაქტები, უკვე არსებული თანამშრომლობის უფრო გაღრმავების შესაძლებლობა, ახლო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება საზღვარგარეთ პარტნიორ კომპანიების წარმომადგენლებთან. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით „თეგეტა თრეველის“ გუნდი თავდაჯერებულია და იცის, რომ კორპორატიული თუ ინდივიდუალური კლიენტები მიიღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას.“

წელს B2B Luxury & MICE ვორქშოპმა საქართველოს ბაზარზე პირველად წარადგინა ისეთი პრესტიჟული ახალი მიმართულებები, როგორიცაა: კატალონიისა და ტენერიფეს ტურიზმის ადამინისტრაციები ესპანეთიდან. ხოლო, ესპანეთისა და სლოვენიის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციებმა, ვორქშოპში მონაწილეობა უკვე მეორედ მიიღეს.

სლოვენიის ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ანა ბეზგოვსეკი: “სლოვენიის ტურიზმის ადმინისტრაცია, საქართველოში B2B Luxury & MICE ვორქშოპში მონაწილეობას წელს მეორედ იღებს. შარშან სლოვენია ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო, წელს კი ვაგრძელებთ სლოვენიის წარმოჩენას, როგორც საქართველოსთვის საინტერესო დესტინაციას, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარზე გამყვანი ტურიზმისთვის ძლიერი პოტენციალია.“

2019 წლის B2B Luxury & MICE ღონისძიებაში, პირველად ჩაერთვნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმროების ბრენდები, როგორიცაა: ინტერკონტინენტალი (ვენა, ავსტრია) და მეტროპოლის ისტორიული სასტუმრო (მოსკოვი) და ავიახაზების კომპანიები, როგორიცაა: S7, სიდიდით მოსკოვის მე-2 ყველაზე დიდი ავიახაზი და თურქეთის ავიახაზები. გარდა ამისა,  ვორქშოპზე მდიდრული ტურიზმის სამყარო წარმოდგენილი იყო რამდენიმე კარგად ცნობილი და ნიშური ბაზრის 5* ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდებით, როგორიცაა: Losinj Hotels & Villas ხორვატიიდან, Grecotels ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საბერძნეთიდან, LifeClass Portorož სლოვენიიდან და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები