LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გზების მშენებლობა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით იგეგმება

114

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილი საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალები და ტექნიკური გადაწყვეტილებები განიხილეს.

ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია 9 კომპანიამ წარმოადგინა. პრეზენტაციები შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, გეოტექსტილის, ინოვაციური სამშენებლო მასალების, ტექნოგენური ნარჩენების გამოყენების, საგზაო აქტივების მართვისა და მზის პანელების დანრეგვას საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია, ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს. „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საუკეთესო გადაწყვეტაზე და არა რომელიმე კომპანიის პროდუქციაზე. კომპლექსური მიდგომების შედეგად უნდა მივიღოთ დროში, ღირებულებაში და პარამეტრებში მისაღები, რაციონალური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები