LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით მეორე ექიმი გარდაიცვალა

889
korona gardaicvala

საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა „ჯერარსში“ მოხდა. 69  წლის ქალი ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.

თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს გადმოიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მედიკოსს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო დღეებში დაამძიმა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოში ექიმის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 15 ოქტომბერს, აჭარაში კოვიდსასტუმროში 41 წლის მედდა გარდაიცვალა, რომელიც ბათუმის მე-4 სასტუმროში მედდად მუშაობდა. მიიჩნეოდა, რომ ის უსიმპტომო პაციენტი იყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაავადებვათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალქალაქი ექიმების გარეშე დარჩა, რადგან ყველა მათგანი დაინფიცირდა.

ახალქალაქი ექიმების გარეშე დარჩა – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g