LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსს 8 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

66
კორონა 55

ბოლო 24 საათში საქართველოში 58 პაციენტი გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ით მსოფლიოში 4,596,463 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში აშშ-ი პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვი 652,672-ია.  მას მოჰყვება ინდოეთი- ვირუსს 441,749 პირი ემსხვერპლა..

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს პლატო საკმაოდ მაღალ დონეზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები