განახლებული კოვიდსტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 25 პაციენტი ემსხვერპლა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა“ ,-ნათქვავამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი.
საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა