LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინა 191 001 პირმა გაიკეთა, სრულად ვაქცინირებულია 58 267 ადამიანი

91
1

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 191 001 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სრულად აცრილია 58 267 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდვაქცინა გაიკეთა 6 184-მა პირმა.

საქართველოში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

მოქმედებს ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც, რომელზეც, 10 ივნისის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 115 ათასზე მეტი მსურველი.

ასევე დაიწყო “სინოვაკის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაციაც.

ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-დან – 28 დღის ინტერვალით კეთდება.

magti 5g