საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 89 260 ადამიანია აცრილი.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ვაქცინა გაიკეთა 738-მა ადამიანმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 14 643 ადამიანი.
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 93 ათასზე მეტი მსურველი.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება: