LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნათესი ფართობების მოცულობა შემცირდა

155

2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში, ნათესი ფართობების მოცულობა შემცირდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ნათესი ფართობის ჯამური მოცულობა 2016 წელს 239,2 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს კი – 308,4.

ნათესი ფართობებიდან საშემოდგომო კულტურებზე (ხორბალი, ქერი) 59 ათასი ჰექტარი მოდის, საგაზაფულო კულტურების ნათესებზე კი 180,2 ათასი ჰექტარი.

საგაზაფხულო კულტურების ნათესებიდან კარტოფილზე და ბოსტნეულ–ბაღჩეულზე 38.8 ათასი ჰექტარი მოდის, ხოლო სხვა კულტურებზე 20.4 ათასი ჰექტარი.

2013 წლიდან ხელისუფლებამ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აგრარული დარგის განვითარების დაფინანსება დაიწყო. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში 2015 –2020 წლები მკაფიოდაა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა.

2013 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსდა უამრავი პროგრამა სწორედ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის. თუმცა, 2014 წლიდან ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ნათესი ფართობების მოცულობის ზრდის ტენდენცია მხოლოდ 2013 და 2014 წლებში დაფიქსირდა.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g