LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ რომ დაკარგულია ეს არის პრობლემა, თორემ პროკურატურის დასკვნაზე ამხელა ამბის ატეხვა არასწორია: მამუკა გამყრელიძე

96
gam

“სამწუხარო ის ფაქტია, რომ საქართველოში ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს მიმართ დაკარგულია. ეს არის პრობლემა, თორემ პროკურატურის დასკვნაზე ამხელა ამბის ატეხვა არასწორია”,-ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

ის თვლის, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც “ტვ პირველის” ეთერში გასული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობდნენ ფაბრიკაციაა, არასწორი გამოხმაურება მოჰყვა.

„ორმაგი შეგრძნება მაქვს. ერთის მხრივ მახსენდება ფილმი „ადამიანი ორკესტრი“, მეორე მხრივ რთული სიტუაციაა, პროკურატურამ ექსპერტიზა ჩაატარა, მათ დადეს ასეთი დასკვნა. ან უნდა ვენდოთ ან უბრალოდ უნდა შევეცადოთ, „ტვ პირველმა“  შეიძლება შეეცადოს, რომ სხვა ექსპერტებს შეამოწმებინოს ეს ჩანაწერი.

სამწუხარო ის ფაქტია, რომ საქართველოში ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს მიმართ დაკარგულია. ეს არის პრობლემა, თორემ პროკურატურის დასკვნაზე ამხელა ამბის ატეხვა არასწორია. დასკვა დაიდო და ჩვენ როგორც კანონმორჩილ მოქალაქეებს უნდა გაგვჩენოდა ნდობის შეგრძნება, სამწუხაროდ ეს ასე არ არის.

ყველაფერზე საერთაშორისო ექსპერტების, სასამართლოების, ფასილიტატორების მოთხოვნა უცნაურად მეჩვენება. გამოდის, რომ საქართველოს დამოუკიდებელად არ შესწევს, არ ძალუძს თავად გაერკვეს რიგ საკითხებში. რათქმაუნა შეიძლება ეს საქმეც უცხოელებს მივანდოთ. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაც ამ საქმეში გასარკვევია, არის თუ არა ნამდვილად ეს ჩანაწერი დაჭრილი და შემდეგ შეკოწიწებული. ამის გარკვევაც უმარტივესია ნებისმიერი გამოცდილი ექსპერტის მიეს ამ დარგში“,-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მელას თავისი კუდი მოწმედ მოჰყავდაო – ნაცვლიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერსა და პროკურატურის განცხადებაზე

როცა პოლიტიკურ ოპონენტის არასრულწლოვან შვილს უსმენ, ეს მიუთითებს შიშის როგორი ქაოტური განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლებას – ალუდა ღუდუშაური

პროკურატურის მცდელობა, აარიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის ოჯახს, კრახისთვის არის განწირული: აკაკი ბობოხიძე

mazda magti 5g