LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი აგრარული online-ბაზარი გაიხსნა

96
263307952-132117322572772-543349983340525935-n

16 დეკემბრიდან, უკვე ყველა მსურველს შეუძლია, აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან, შუამავლების გარეშე შეიძინოს.

ebazaar.ge პირველი ქართული online-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, იოლად შეიძინონ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან, შუამავლების გარეშე.

პლატფორმა უნიკალურია, რადგან ფერემერებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, ულიმიტოდ განათავსონ პროდუქცია ელექტრონულ დახლებზე და პირდაპირ მიჰყიდონ საბოლოო მომხმარებლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ebazaar.ge ხელსაყრელია როგორც მომხმარებლისთვის, რომელიც მის მიერ შერჩეული მწარმოებლისგან იძენს პროდუქტს, ასევე  ფერმერებისთვის, რომელთაც შინიდან გაუსვლელად შეუძლიათ, შესთავაზონ თავიანთი ნაწარმი ათასობით მომხმარებელს და მყიდველებისგან  მიიღონ უკუკავშირი შეფასების სახით.

ვიზიტორები შეძლებენ, საიტზე იოლად შეიძინონ სასურველი პროდუქტები, რომლებსაც შეკვეთიდან  მეორე სამუშაო დღეს მიიღებენ. ebazaar.ge ფუნქციონირებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

„პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქართულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და აგრარული სექტორის განვითარება“. – განაცხადა ebazaar.ge-ის თანადამფუძნებელმა თამარ ბუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები