LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა

224

საქართველოში პირველი – სახლის ტიპის სამშობიარო – „PINEO Luxury“ გაიხსნა. სამშობიარო  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ  სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახნა.

როგორც ”ფორტუნას” „PINEO Luxury“ -დან აცნობეს, ახალი დაწესებულება მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული.

”ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა – პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული”, – განაცხადეს  PINEO Luxury-ში.14593504_1281169618583235_351203604_n

მათივე ცნობით, ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g