LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება

156
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტია და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღების გარანტი გახდება.

„ჩვენს ქვეყანას გეოგრაფიულ უპირატესობა აძლევს საფუძველს, რომ კონკურენტუნარიანი, კომერციულად წარმატებული პროექტი – ნავთობგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უნიკალური პროექტია. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ენერგორესურსებზე მოთხოვნა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) აშენებს, რომელმაც სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები უნდა მიაწოდოს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე ისინი გაიტანოს ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე.

ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე, წლიურად, 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას გეგმავს.

კომპანიის „ბლექ სი პეტროლიუმი“ დამფუძნებელი მაკა ასათიანია.

magti 5g