LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქათმის კვერცხი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი ღირს

117
ქათმის კვერცხი

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo ქათმის კვერცხის ფასის რეიტინგი განაახლა.

მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, საშუალო ზომის ქათმის კვერცხის 12 ცალიანი შეკვრა მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 7.39 დოლარი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – 0.97 დოლარი ინდოეთშია.

რეიტინგში მოხვედრილ 126 ქვეყანას შორის საქართველო 72-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ქათმის კვერცხის 12 ცალიანი შეკვრა, საშუალოდ, 2.35 დოლარი ღირს.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მეზობელ ქვეყნებს შორის ქათმის კვერცხი ყველაზე ძვირი სწორედ საქართველოშია, რადგან ის აზერბაიჯანში 1.40 დოლარი, სომხეთში – 2.30 დოლარი, თურქეთში კი 2.32 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g