LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა

66
295430832_1396474327526987_7982923798277598086_n

ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.

აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში.

ამ დრომდე, ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში. ეს მოვლენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის  შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ  სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ევროპაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას, დაახლოებით, 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g