LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თავშესაფარს სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს ირანიდან და ავღანეთიდან

121
cdacaed139d87f30c2b68c9ae558047d

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა: ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის 7 მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში, ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. მათ შორის არიან: ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები.

ამასთან, 2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. საანგარიშო პერიოდში, ეს სტატუსი 38-მა პირმა მიიღო.

2021 წელს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g