LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ახალგაზრდა უმუშევარია – რა ასაკობრივ კატეგორიაში გვყავს ყველაზე მეტი უმუშევარი

170
35588664742_07ab94561a_b

საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 15-19 წლის ახალგაზრდებშია და 52.2%-ს შეადგენს, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრობა 41%-ა, 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 27.8%, 30-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 24.5%. ყველაზე დაბალი, ანუ 6% კი 65 წელს გადაცილებულებში. აღსანიშნავია, რომ 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ოფიციალურადაც კი, ყოველი მეოთხე უმუშევარია.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.

ქვეყანაში უმუშევრობა კიდევ გაიზარდა და ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმზეა – უმუშევრებში ისევ კაცები ლიდერობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები