LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია

328
ევროსაბჭოს საპ ასამბლეა გახარიასთან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას სახლში ეწვია.

პარტიის გავრცელებული ინფორმაციაშიის თანახმად, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს.

„საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო,“ – ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. 

ცნობისთვის, მანამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სამ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და…

Posted by საქართველოსთვის / For Georgia on Thursday 16 January 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g