LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებულ სათამაშოებს მთელი მსოფლიო გაიცნობს – საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მივიღებთ

93
Untitled

სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება – Spielwarenmesse 2022-ზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გამოფენაზე 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს, 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად, დაახლოებით, 73 000-ს შეადგენს.

საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 59 კვადრატული მეტრი სივრცე, სადაც 6 კომპანია შეირჩევა მონაწილეობის მისაღებად.

„თუ გსურს წარადგინო საკუთარი ბრენდი აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაზე, გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3GbiaYY

გამოფენა ჩატარდება: 2-6 თებერვალი, 2022; ფორმატი: ფიზიკური; ლოკაცია: ნიურნბერგი, გერმანია. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ნოემბერი/12:00/2021“, – ნათქვამია „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე – 1525.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g