LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია – ხორბლის მარაგები შემცირებულია

141
ipiccy_image (21)

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებით მუშაობს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, საჭიროა, რომ წისქვილკომბინატებმა აქტიურად იმუშაონ.

„დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, „ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც, ფაქტობრივად, გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“,- განაცხადა სილაგავამ.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნას. „დღეს მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და ჩვენი აზრით, საჭიროა, სტრატეგიულად უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ ამას. წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, არა მარტო ფქვილის გამოშვებას, ხორბლიდან გამომდინარე, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანს, იმიტომ, რომ წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე განმარტებით, ქვეყნები უკვე ცდილობენ, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნან და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მაღლა დააყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები