LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე მეტი ვაკანსია ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში ქვეყნდება – კიდევ რა სფეროში უნდა ვეძებოთ სამსახური

201
ьуекщ

PMCG კვლევითი ცენტრმა Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მიმოიხილა კატეგორიების მიხედვით.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 32,861 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 106%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა -2% შეადგინა.

„2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 2,433 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47%-ით, ხოლო 2019- 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 7,252 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 123%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 10,892 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 129%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – ნათქვამია PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g