LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწინო კაბების ცვენა, ვენეციური ფუფუნება და სკანდალური შეფასებები – ვრცელდება ლორენ სანჩესის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“

227
page

სოციალურ ქსელებში ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილის აქამდე უცნობი ფოტოები გავრცელდა. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოხვდა პატარძლის მეორე საქორწილო კაბა. ფოტოგრაფმა ჰერმან ლარკინმა, რომელმაც „საუკუნის ქორწილი“ გადაიღო, ახლახან გააზიარა ფოტოები, სადაც 55 წლის ლორენი უკვე მეორე „ლუქშია წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი, მთავარი ცერემონიისთვის შერჩეული, Dolce & Gabbana-ს დახურული და ელეგანტური კაბისგან განსხვავებით, გაცილებით თამამი და სექსუალური იყო.

პირველ კაბას ლორენმა თავად უწოდებდა „ყველაზე მოკრძალებული კაბა ჩემს ცხოვრებაში“, მისი დიზაინი შთაგონებული იყო სოფი ლორენის პერსონაჟის იმიჯით ფილმიდან, Houseboat. ვახშმისა და ცეკვისთვის კი ლორენის კაბა უკვე მისთვის ჩვეული სტილის გახლდათ, – ღრმა დეკოლტე, ვინტაჟური „სიცილიური მაქმანი“ და ბრჭყვიალა კრისტალები. ლორენი სწორედ ამ კაბით ცეკვავდა თავის პირველ ცეკვას მილიარდერ მეუღლესთან ერთად და მასში გაატარა მთელი საღამო.

შეგახსენებთ, ქორწილი 26-28 ივნისს, ვენეციაში გაიმართა და მას 250 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ კარდაშიან-ჯენერების ოჯახი, ივანკა ტრამპი, დაშა ჟუკოვა, ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი, ბილ გეიტსი, ორლანდო ბლუმი და სხვები…

ღონისძიების ბიუჯეტი დაახლოებით, 20 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამას კი დაემატა 45 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და ლორენის ჩანთა Hermès Kelly, რომელიც აუქციონზე 200,000 ევრო დაჯდა.

სწორედ ამ გადამეტებული ფუფუნების გამო, გაილაშქრა საზოგადოებამ წყვილის წინააღმდეგ. მსახიობმა, შარლიზ ტერონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბეზოსისა და სანჩესის ქორწილი „სრული უგემოვნობა“ იყო.

ლორენ სანჩესი – მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა

ფოტოგალერეა: ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ერთი თვის წინ „გაიპარნენ“ – გრანდიოზული დღესასწაული ვენეციაში და პატარძლის კაბა, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

ვარსკვლავების შეკრება უკვე დაიწყო – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გამოჩენა ვენეციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები