LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – 2024 წელს საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავალმა 228 მლნ ლარს გადააჭარბა

105
ამანათები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228.7 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 68%-ს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 32%-ს ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა.

სექტორის შემოსავლების 80.2% ამანათების მიწოდებაზე მოდის – 2024 წლის განმავლობაში საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა 13.3 მილიონი ამანათი და 5.9 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია გააგზავნეს.

2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4 ათას პირს შეადგენდა, მათ შორის 1500 კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g