LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა

407
ეკონომიკური ზრდა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა.

2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 7.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6075 ერთეულს გაუტოლდა.

2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამმუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 10 თვეში 4.6%-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g