LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატმა ავტომობილების პორტალის პრეზენტაცია გამართა

118
1111

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პორტალი – ავტომობილების სტატისტიკის პორტალი წარადგინა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ავტომობილების სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ავტოპარკის, ავტოსაგზაო შემთხვევების, საავტომობილო გზების, საწვავის ფასებისა და მართვის მოწმობების   შესახებ.

პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით – ინტერაქტიური გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მომხმარებლებს  ქვეყანაში არსებული ავტოპარკის გაანალიზება შეუძლიათ.

პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: ავტომობილები, საწვავი, საავტომობილო გზები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მართვის მოწმობები.

პირველი მოდული მოიცავს ინფორმაციას საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ჭრილში; მეორე მოდულში წარმოდგენილია ინფორმაცია საწვავის ფასებისა და საწვავით საგარეო ვაჭრობის შესახებ; მესამე მოდულით მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საავტომობილო გზების სიგრძის შესახებ კატეგორიების მიხედვით; მეოთხე მოდული შეიცავს ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა შესახებ; მეხუთე მოდულში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

ავტომობილების  სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები