LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებს

297
clinic-charcho

17 მარტს, 12:00 სთ–ზე, მისამართზე ალ. ყაზბეგის #16, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 1 158 958 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 745 134 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 1 904 092 ლარს.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრებიან:

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი,

ემზარ ზენაიშვილი-საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მდივანი,

პაატა კურტანიძე, კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი,

დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი,

ქეთევან ნემსაძე, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორი,

ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g