სარა ჯესიკა პარკერი ცდილობს შვილების ცხოვრება მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყოს მედიისგან, ამიტომ მათი ნახვა დიდი იშვიათობაა. ამჯერად პარკერი მეუღლესთან, მეთიუ ბროდერიკთან ერთად „ბროდვეის“ სპექტაკლის პრემიერას დაესწრო.
სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი თეატრში შავი მაქმანებიანი კაბით მივიდა, ასევე საღამოს კაბებში იყვნენ გამოწყობილები სარა ჯესიკა პარკერის ქალიშვილები, მარიონი და ტაბიტა.
შეგახსენებთ, რომ სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი 1997 წელს დაქორწინდნენ, 2002 წელს მათი ვაჟი შეეძინათ, ხოლო ტყუპი გოგონები ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინნენ.
სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი სამგლოვიარო სამოსში, სერიალის „ასე უბრალოდ“ გადაღებებზე



