რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან ბუსარგინზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„სარატოვსა და ენგელსზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ერთ-ერთ სამრეწველო საწარმო დაზიანდა“, – აცხადებს გუბერნატორი.