LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარბოლო Fiesta-მ Ford-ის ქარხანაში ჯიმხანა მოაწყო (ვიდეო)

17

კომპანია Ford-ის რუმინულმა განყოფილებამ მრბოლელ კენ ბლოკის სტილში ჯიმხანა მოაწყო, რომელშიც მთავარ როლს რალისთვის განკუთვნილი Fiesta ასრულებს. რგოლი ერთბაშად ორ მოვლენას ეძღვნება: რუმინეთის ნაციონალურ გაერთიანებას, რომელიც 1 დეკემბერს აღინიშნება და კრაიოვში მდებარე ქარხნის 40 წლის იუბილეს.

სარბოლო Fiesta-ს საჭესთან რუმინელი პილოტი სიმონ ტემპესტინი ზის, რომელიც რალიში ქვეყნის ორგზის ჩემპიონია. ჯიმხანის ტრასა კი თავად ქარხნის ტერიტორიაზეა.

სარბოლო ჰეთჩბეკი 1,6 ლიტრიანი ტურბოძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 290 ცხენის ძალას ავითარებს.

შეგახსენებთ, რომ ჯიმხანა (gymkhana) არის ავტოსპორტის სახეობა, რომელიც გავრცელებულია იაპონიაში, აშშ-ში, ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული. როგორც წესი, ჯიმხანის ტრასები ძალიან რთულია. შეჯიბრის არსი ტრასის მინიმალურ დროში მაქსიმალური სიჩქარით გავლაა. ჯიმხანის ტრასის გავლისას პილოტს 180 და 360 გრადუსიანი ბრუნების გაკეთება უწევს. სპორტის ეს სახეობა იაპონიის საავტომობილო ფედერაციის მიერ იმართება.

https://www.youtube.com/watch?v=DQsc7biEYvw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები