LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათი“ რძის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა“ – სეს

121
სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის” პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.

ვიდეო: „ვერანაირი პასტერიზება, მაღალი ტემპერატურა მას ვერ ერევა, ის რჩება და შეიძლება გამრავლდეს რძეში… ძალიან მძიმე ბიოლოგიური ტოქსინია, რომლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება, ღვიძლის კიბოც კი გამოიწვიოს“ – ინგა მამუჩიშვილი აფლატოქსინის შესახებ

„საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ონკოლოგიური დაავადებების ომი… ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება… აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი“ – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

შესაძლებელია თუ არა აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების ამოცნობა სახლის პირობებში – პედიატრ მაია ხერხეულიძის განმარტება

ვიდეო: „მივმართავ კერძო კომპანიებს, რომლებიც ახლა შავ დღეში არიან, გამიხარდება თუ ჩემს ინიციატივას შეისმენენ – შემოწმდეს საკვები პროდუქტების სინჯები უცხოურ რეფერენს ლაბორატორიებში“ – ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა

ცნობილი ონკოლოგი განმარტავს, რატომ და როგორ იზრდება კიბოს რისკი აფლატოქსინის ხანგრძლივი მოხმარებისას – „ქრონიკული მოხმარებისას მცირე დოზებიც კი თანდათანობით სხეულში დაგროვებას იწვევს, რაც დაზიანების რისკს ზრდის“

ვიდეო: „ბავშვებში ყველაზე საყურადღებო და მოწყვლადი ღვიძლია, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ კონკრეტული ორგანოს სიმსივნეს რისკი შესაძლოა გაიზარდოს…“ – პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები განმარტავენ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში აფლატოქსინმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g