ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლები, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა გამოვლინდა. ამასთან, ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.