ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, ბოლო 2 თვის მონაცემებით, „სარფი“-ს საბაჟო გამშვები პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 600 ლარი შეადგინა.