LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება: შსს

67
შსს

„2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით, “ – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა – აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით

მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლა საჭირო აღარ იქნება – ჯაღმაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები