LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაოზე დადგმული ტრუიკი და საფლავებიდან წამოსული კივილი (ვიდეო)

29

ბრიტანულმა Top Gear-მა ტელეშოუს ერთ-ერთი ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელიც ლონდონშია გადაღებული და მასში პილოტები მეტ ლებლანი და კენ ბლოკი 845 ძალიანი კუპე Hoonicorn-ით დაჰქრიან. რგოლის რეჟისორული ვერსია 10 წუთი გრძელდება.

რგოლი კენ ბლოკის მონაწილეობით Top Gear-ის 23-ე სეზონის მესამე ეპიზოდში შევიდა. სიუჟეტის მიხედვით, მეტ ლებლანი და ბლოკი ლონდონში ექსკურსიას აწყობენ, გადადიან ტაუერის ხიდზე და ჩაივლიან წმინდა პავლეს ტაძართან და ბუკინგემის სასახლესთან.

გადაღებების შემდეგ ლონდონელებმა შოუს შემქმნელები გააკრიტიკეს. დრიფტის ერთ-ერთი სცენა უაიტჰოლის ქუჩაზე, კენოტაფის ძეგლთან არის გადაღებული, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ადამიანებს ეძღვნებათ. ეს სცენა სასაფლაოზე დადგმულ ტრიუკებს შეადარეს, სადაც საფლავებთან კივილი ისმის. Top Gear-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნული ეპიზოდი საფინალო სიუჟეტში არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები